FAQ

ბაღების პირველადი რეგისტრაცია მიმდინარეობს

2 აგვისტო 2022

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში preschoolregistration.emis.ge რეგისტრაციის გავლის ვალდებულება წარმოექმნა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებას, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  მიმართულებით ახორციელებდა საქმიანობას. 
 

2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდა კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული დაწესებულებების რეგისტრაცია. 
 

ამასთან, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“  საქართველოს კანონში 2022 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელთაც სურთ ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით. 
 

რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან 2023 წლიდან ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ დაწესებულებებს. 

 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://preschoolregistration.emis.ge/  
დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტორნული სისტემის მოხმარების ინსტრუქცია (დანართი 2)