FAQ

ვიზუალური კომუნიკაცია/მედიახელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა

8 აგვისტო 2022

მიმდინარე წლის 28 ივლისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ვიზუალური კომუნიკაცია/მედიახელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ვიზუალური კომუნიკაცია/მედიახელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ და კენჭისყრით, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, მხარი დაუჭირეს ზემოაღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებას.