« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
ბათუმში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის და ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიების საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ
აჭარის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერიის, საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების და რესურსცენტრების წარმომადგენლები, აგრეთვე, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი, ასევე, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებისა და შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიები. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეთა კომენტარები და მოსაზრებები გაზიარებული იქნა ცენტრის მიერ.
აღსანიშნავია, რომ შემუშავებული დოკუმენტები მომზადდა საკოორდინაციო საბჭოს წევრთა აქტიური ჩართულობით და განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.
მორიგი საჯარო განხილვები, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება .