FAQ

ავტორიზაციის სტანდარტების და გადამუშავებული ტექნიკური რეგლამენტების საჯარო განხილვები გრძელდება

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
12 აგვისტო 2022

12 აგვისტოს, თბილისში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის და ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიების საჯარო განხილვა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საჯარო ბაღების, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მოქმედი მუნიციპალიტეტების და საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებებისა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი, ასევე, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებისა და შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიები. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეთა კომენტარები და მოსაზრებები გაზიარებული იქნა ცენტრის მიერ.

 

აღსანიშნავია, რომ შემუშავებული დოკუმენტები მომზადდა საკოორდინაციო საბჭოს წევრთა აქტიური ჩართულობით და განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.

 

მორიგირი საჯარო განხილვა, ქალაქ ქუთასში გაიართება .