2014 წლის 19-25 ოქტომბერს ლიტვის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების ცენტრის (SKVC) მიწვევით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ვილნიუსში. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს განათლების ხარისხის განვითარების სფეროში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.
ქართულ და ლიტვურ მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მისცემს საშუალებას, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში ჩართოს ლიტვის რესპუბლიკის განათლების საერთაშორისო ექსპერტები.