FAQ

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტების და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების კონკურსებში მონაწილეთა საყურადღებოდ!

9 სექტემბერი 2022

დასრულდა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების მიზნით და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივ ექსპერტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსების მეორე ეტაპი - კანდიდატთა შეფასება (ტესტირება). 

 

კონკურსის მონაწილეებს შედეგების შესახებ ეცნობათ 2022 წლის 9 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

 

კონკურსის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით, კანდიდატს შეუძლია მიმართოს სააპელაციო კომისიას წერილობითი ფორმით, შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს ათი კალენდარული დღისა. 

 

საჩივარი უნდა გამოიგზავნოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eqe.ge. 

 

საჩივარს თან უნდა ახლდეს კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მითითებული იყოს კონკურსის სახელწოდება, რომელშიც კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.