განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დაფინანსებით, ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მენეჯერებისათვის, თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების შეფასების თემაზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ.
ტრენინგს უძღვებოდა, ევროკავშირის პროექტის „ საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ , სამუშაოს შესრულების შეფასების საკითხებში ექსპერტი თამარ სიმონგულაშვილი.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ მენეჯერების საკვანძო ფუნქციებს და უნარებს თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესში. მიმოიხილეს, თვითშეფასების პროცესი, ქულათა სისტემა, სამართლებრივი ასპექტები და საერთაშორისო გამოცდილება.
ტრენინგმა ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში , რომლის დროსაც მონაწილეებმა იმსჯელეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სამუშაოს შეფასების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე.