FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 20 სექტემბერი 2022

2022 წლის 27 სექტემბერი, 14:00 საათი

დღის წესრიგი:

1.    სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სატრანსპორტო პროცესების საინჟინრო ტექნოლოგიების" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგარამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2.    სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,გამოყენებითი მათემატიკის” სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3.    სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ფარმაციის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
4.    შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ,,სამართლის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის არაგეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა;
5.    ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ,,თავისუფალი მეცნიერებების"  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის არაგეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა;
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების (,,Zoom") გამოყენებით. სხდომის დაწყებამდე ვებგვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომაზე დასწრებას.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.