პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 29 სექტემბრის N 1185760 გადაწყვეტილებით, სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს მიენიჭა ავტორიზაცია. გადაწყვეტილების ამოქმედების თარიღია 2022 წლის 23 სექტემბერი. საბჭოს გადაწყვეტილება განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/ka/decisions/12306/show . კოლეჯს, საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა 31 პროგრამის განხორციელების უფლება სამ ლოკაციაზე. საბჭომ კოლეჯს უარი უთხრა "მებოსტნეობის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაზე. ამდენად, ამ პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის 23 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.