FAQ

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის განხილვა

17 ნოემბერი 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში 2014 წლის ივნისის თვიდან ხორციელდება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის’’ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოსთან შესაბამისი ერთიანი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის შემუშავებას.
 
პროექტის ფარგლებში შესაბამისი ოფიციალური სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა 8-დონიანი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სამუშაო ვერსია, რომელიც დაეგზავნა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შემდგომი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად.
 
ამა წლის 18 ნოემბერს 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ვაკე, გ. წერეთლის ქ.N1, G კორპუსი, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, https://goo.gl/maps/tk5XJ საკონფერენციო დარბაზი - 106) გაიმართება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის განხილვა.
 
დასწრება თავისუფალია.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის განხილვა