FAQ

ავტორიზაციის დროებით წესზე და სტანდარტებზე მუშაობა გრძელდება

5 ოქტომბერი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის მხარდაჭერით, სამდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყოს შემუშავებული ავტორიზაციის დროებითი წესისა და ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის სინქრონიზაცია.

 შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს, ა(ა)იპ-საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციის და UNICEF-ის პროექტის წევრები, ასევე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საერთაშორისო ექსპერტი.

 სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საჯარო და კერძო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, საბავშვო ბაღების გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტისა და გადამუშავებული ტექნიკური რეგლამენტების საჯარო განხილვების შედეგად მიღებული უკუკავშირი, ასევე, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებისა და შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიები. შემუშავებული იქნა ავტორიზაციის სტანდარტების შეფასების დიფერენცირებული სქემის პროექტი და განისაზღვრა საკითხები, რომლებიც საჭიროებდა დამატებით შესწავლას და დაკონკრეტებას.

 შეხვედრის ფარგლებში შეჯერებული საკითხები ასახული იქნა ავტორიზაციის დროებითი წესის და გადამუშავებული ტექნიკური რეგლამენტების სამუშაო ვერსიაში.

ავტორიზაციის დროებით წესზე და სტანდარტებზე მუშაობა გრძელდება