FAQ

ცხადდება კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად!

24 ოქტომბერი 2022

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით.

 


ბრძანება

 


განაცხადები მიიღება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე jobs@eqe.ge


დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ:


კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად

 

  •  იურიდიული პირის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №1;
  • კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №2.
  • განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  • შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);
  • კანდიდატის წერილობითი თანხმობა შესაბამისი საბჭოს წევრობის შესახებ (თუ განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი).

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება 


შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2 200 220 (*3599)