FAQ

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

19 ნოემბერი 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერიტეტში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ გახსნა.
 
საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტი მომზადებულია „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოსთან შესაბამისი ერთიანი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროეტის შემუშავება, რაც საქართველოში ხელს შეუწყობს კურიკულუმის შემუშავებასა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფას. ასევე, ეროვნული კვალიფიკაციების გამჭვირვალობასა და აღიარებას ქვეყნის გარეთ.
 
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლები.
 
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის შემუშავების მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების პრეზენტაციას, რომელიც პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლალი ბაქრაძემ წარმოადგინა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი - თავად დოკუმენტის დეტალურ განხილვას, რომელიც ითვალისწინებდა დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ წინადადებებსა და შენიშვნებზე მსჯელობას.
 

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა