სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულდება 2022 წლის 30 ოქტომბრის დღის ბოლომდე.
სააპელაციო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eqe.ge.
განაცხადში უნდა ჩანდეს, თუ რას ასაჩივრებს პირი, მას უნდა ახლდეს კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მითითებული იყოს კონკურსის სახელწოდება, რომელშიც ის იღებდა მონაწილეობას.
გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ინდივიდუალურად ეცნობება საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.