FAQ

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტების შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველთა საყურადღებოდ.

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
25 ოქტომბერი 2022

სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულდება 2022 წლის 30  ოქტომბრის დღის ბოლომდე.
  
სააპელაციო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eqe.ge.
  
განაცხადში უნდა ჩანდეს, თუ რას ასაჩივრებს პირი, მას უნდა ახლდეს კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მითითებული იყოს კონკურსის სახელწოდება, რომელშიც ის იღებდა მონაწილეობას.
  
გაცნობებთ, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ინდივიდუალურად ეცნობება საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.