FAQ

ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა

27 ოქტომბერი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით გაიმართა ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.

საბჭოს მიერ 7 ივლისის სხდომაზე  დამტკიცებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტი,  ცენტრის დირექტორმა მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობების განხილვის მიზნით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა საბჭოს, სხდომის ფარგლებში საბჭომ ცვლილებები შეიტანა  ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირობებში და დამსწრე წევრების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა დოკუმენტის დასამტკიცებლად  ცენტრის დირექტორისთვის წარდგენას. 

სხდომას  ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც. საბჭომ   იმსჯელა სამინისტროს ინიციატივაზე პარამედიკოსის კვალიფიკაციის დამატებასთან დაკავშირებით. 
 

ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა