FAQ

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

28 ოქტომბერი 2022

 გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან, განახლებული რეგულაციის შესაბამისად, მოქალაქე სერვისის მიღებას შეძლებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.eqe.ge ) ვიზიტის დაჯავშნით.

 

 გთხოვთ, ცენტრის ვებგვერდზე ( www.eqe.ge ) ეწვიოთ ფანჯარას „ ვიზიტის დაჯავშნა“, სადაც შეძლებთ რეგისტრაციის გავლას. რეგისტრაციის გავლის შემდგომ გამოჩნდება ჯავშნის ერთჯერადი კოდი, რომელიც უნდა წარმოადგინოთ ცენტრში ვიზიტის დროს.