ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩოს დანერგვის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებულია ორი ტიპის: ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისა და საგნობრივი ექსპერტების საჭიროება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი კონკურსი:
1. ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირება.
იმისათვის, რომ პირი გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი, ის უნდა იყოს ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტი.
სერტიფიცირებული სპეციალისტობა ავტომატურად ან ნიშნავს ავტორიზაციის ექსპერტობას.
სერტიფიცირებული სპეციალისტი შესაძლოა საკუთარი განცხადების საფუძველზე გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი ან/და დასაქმდეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციაზე ან იმუშაოს ამ ფუნქციით.
მიუხედავად იმისა, პირი შევა თუ არა ექსპერტთა კორპუსში, ის რჩება სერტიფიცირებულ სპეციალისტად სერტიფიცირების ვადით.
2. საგნობრივ ექსპერტების კონკურსი.
ისინი არ ექვემდებარებიან წინასწარ სერტიფიცირებას და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ავტომატურად ხდებიან ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები
.
ერთი პირი შესაძლოა ერთდროულად იყოს ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი და საგნობრივი ექსპერტი, თუ აკმაყოფილებს ორივე საკონკურსო პირობას.
2023 წლიდან იწყება საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი. პროცესის მასშტაბებიდან, ადმინისტრაციული წარმოების ვადების და სპეციფიკის გათვალისწინებით საჭიროა ხარისხის უზრუნველყოფის და საგნობრივი ექსპერტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ამასთან სერტიფიცირებული სპეციალისტების დიდი რაოდენობაა საჭირო დაწესებულებათა მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელებისათვის.
დასრულებული და მიმდინარე კონკურსების ფარგლებში უკვე შეირჩნენ და დამატებით შეირჩევიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, თუმცა ეს არასაკმარისია ავტორიზაციის და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესის დაგეგმილი მასშტაბით წარმართვისათვის.
ამ გარემოებითაა გამოწვეული დამატებითი კონკურსების გამოცხადება.
დაინტერესებულმა მხარეებმა , მიმდინარე და ახლად გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცენტრის ცხელ ხაზზე
2 200 220
ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე
info@eqe.ge