2022 წლის 8 ნოემბერი 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. შპს საქართველოს უნივერსიტეტის „კომპიუტერული ინჟინერიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების“ სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
4. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის “სტომატოლოგიის” ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ შესაბამისობის მიზნით ჩატარებული მონიტორინგის შედეგების განხილვა.
კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის, ვითვალისწინებთ რა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom - ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
https://us02web.zoom.us/j/86113078731?pwd=Z3NpbkNoaDdDRmJxTkViQklOUnJRZz09