FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტების საყურადღებოდ!

2 ნოემბერი 2022

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის პროცესის ეფექტური განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ატარებს აკრედიტაციის მოქმედ ექსპერტთა ატესტაციას, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტთა კორპუსის გაძლიერება და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
ატესტაცია ტარდება ხელოვნების, პერსონალური მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურების ვიწრო სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისთვის შემდეგ დეტალურ სფეროებში:
 

1.1. ხელოვნება:
ა) 0211 - აუდიო-ვიზუალური მეთოდები და მედია პროდუქცია/წარმოება
ბ) 0212 - მოდის, ინტერიერის და ინდუსტრიული/სამრეწველო დიზაინი
გ) 0213 - სახვითი ხელოვნება
დ) 0214 - გამოყენებითი ხელოვნება/(ხელნაკეთობა)
ე) 0215 - მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება
1.2. პერსონალური მომსახურებება:
ა) 1014 - სპორტი
ბ) 1015 - მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება
გ) 1019 - პერსონალური მომსახურებები - არაკლასიფიცირებული
1.3. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები:
ა) 1031 - სამხედრო საქმე და თავდაცვა
ბ) 1032 - ადამიანებისა და საკუთრების დაცვა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე ატესტაცია არ ვრცელდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებზე, სტუდენტებსა და დამსაქმებლებზე.

 

ატესტაციის პროცესში მონაწილეობისთვის, საჭიროა 2022 წლის 28 ოქტომბრიდან 2022 წლის 28 ნოემბრამდე გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე გადასვლით 

- https://forms.office.com/r/nvhd9wi5mr

ან გადახვიდეთ QR კოდზე:

 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ატესტაციის პროცესში ექსპერტის მიერ არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობა წარმოადგენს ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის საფუძველს. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ქვემოთ მითითებული იმეილზე.
 
პროცესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ატესტაციის შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანებაში. 


დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: higher.ed@eqe.ge