FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

8 ნოემბერი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების შესაბამისად, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2022 წლის 30 სექტემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე,  უნდა წარმოადგინონ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიშები შემდეგ დეტალურ სფეროებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით:
 
0611 კომპიუტერის გამოყენება
0612 მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება
0613 პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება და ანალიზი
0619 ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები – არაკლასიფიცირებული
0711 ქიმიური ინჟინერია და პროცესები
0712 გარემოს დაცვის ტექნოლოგია
0713 ელექტრობა და ენერგია
0714 ელექტრონიკა და ავტომატიზაცია
0715 მექანიკა და ლითონის საქმე
0716 ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები
0719 ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული
0722 მასალები (ხე, ქაღალდი, პლასტმასი, მინა)
0723 ტექსტილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტყავი)
0724 სამთო საქმე და მოპოვება
0731 არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარება
0732 მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია
0739 არქიტექტურა და მშენებლობა – არაკლასიფიცირებული
0788 ინტერდისციპლინური – მოიცავს ინჟინერიას, წარმოებას და მშენებლობას
 
შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია თვითშეფასების ფორმებზე მუშაობისა და ცენტრში წარმოდგენის დროს. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება: ა) იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებსაც აკრედიტაცია/პირობითი აკრედიტაცია მინიჭებული აქვთ ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ მიხედვით; ბ) იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებზეც თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადებამდე ან/და ამ ვადების პერიოდში ცენტრში წარდგენილი ექნებათ სააკრედიტაციო განაცხადი.
 
დამატებით გაცნობებთ, რომ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიშის ფორმები განთავსებულია ცენტრის ვებგვერდის შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/parent/985/akreditaciis-shemdgomi-shefasebebi.
 
საჭიროების შემთხვევაში, ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, კომპეტენციის ფარგლებში გაგიწიოთ სათანადო კონსულტაციები.