მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გაიმართა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მიერ უმაღლესი სამუსიკო განათლების სფეროში სამინისტროსთვის წარდგენილ ინიციატივებს.