FAQ

საახალწლო საჩუქრები სმენადაქვეითებულ ბავშვებს

23 დეკემბერი 2011

22 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე  პეტრე წურწუმია ქუთაისის №42 ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონს ეწვია და მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საჩუქრად ტელევიზორი, ტკბილეული და სხვადასხვა სათამაშოები გადაეცათ. სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი ბავშვებს დუტა სხირტლაძესთან და შორენა ბეგაშვილთან ერთად მიულოცეს. თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა სკოლის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც დაათვალიერეს.

ქუთაისის №42-ე ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონში სულ 38 ბავშვი სწავლობს. სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს უკვე მეორე წელია  მასზე პატრონაჟი აქვს აღებული და სკოლის აღსაზრდელებს მათთვის საჭირო ნივთებით ასაჩუქრებს. გარდა ამისა ცენტრი სკოლას სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაშიც ეხმარება.

საახალწლო საჩუქრები სმენადაქვეითებულ ბავშვებს