FAQ

სემინარების ციკლი „საუბრები განათლების შესახებ“ გრძელდება

21 ნოემბერი 2014

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო სემინარების ციკლი „საუბრები განათლების შესახებ“. სემინარების მიზანია შეიქმნას პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება განათლების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა, საგანმანათლებლო თეორიების განხილვა და მათი პრაქტიკასთან დაკავშირება. ეს საინტერესო იქნება როგორც განათლების სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისთვის, ასევე, დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.
 
24 ნოემბერი, 17:00-19:00 საათი, სემინარს წარუძღვება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე. მოწვეული სტუმარი იქნება განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, თემით „სოციალური თეორიები განათლების შესახებ“.
 
სემინარი ჩატარდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მისამართი: მ. ალექსიძის ქ. 1

სემინარების ციკლი „საუბრები განათლების შესახებ“ გრძელდება