FAQ

საქართველო SICI-ის 43 -ე წევრად იქნა არჩეული

24 ნოემბერი 2022

ირლანდიის რესპუბლიკაში გამართულ ინსპექტორიატების მუდმივმოქმედი საერთაშორისო კონფერენციის( SICI) 27-ე გენერალურ ასამბლეაზე, წევრთა სრული თანხმობით, საქართველო და კერძოდ, სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ორგანიზაციის 43-ე წევრად იქნა არჩეული.

SICI არის ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტორიატების ასოციაცია. ის დაარსდა 1995 წელს და ამჟამად 43 წევრ ინსპექტორიატს/გარე შემფასებელ ორგანიზაციას აერთიანებს. 

SICI-ის მიზანია ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების გაუმჯობესებას ინსპექტირების/გარე შეფასების პროცესების გაუმჯობესების გზით.

აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზოგადი განათლების ინტერნაციონალიზაციის, გარე შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის საინტერესო კვლევებში ჩართვის, გარე შეფასების სფეროში მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებებით.   

https://www.sici-inspectorates.eu/News/New-SICI-member-(2)