FAQ

მრჩეველთა საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართა

1 დეკემბერი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სახელმძღვანელო დოკუმენტის პროექტი.  
სახელმძღვანელო სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს დაინტერესებული მხარეებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანიშნულების, მიზნების, სტრუქტურისა და შინაარსის გაცნობას, გაგებასა და მის  ეფექტურ ინსტრუმენტად გამოყენებას. 

სახელმძღვანელო დოკუმენტი შეთანხმდა მრჩეველთა საბჭოსთან და უახლოეს მომავალში ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

სხდომა ჩატარდა დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების, პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
 

მრჩეველთა საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართა