FAQ

სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება

2 დეკემბერი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს შეხვედრების ციკლს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.

1 დეკემბერს , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა .

შეხვედრაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გამართა, რომელიც შეეხებოდა ცენტრის საქმიანობის გაცნობას, სტუდენტების უფლებებსა და მათი ჩართულობის ფორმებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში, განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციას და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

შეხვედრამ ჩაირა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დროსაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე.

სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება