მიმდინარე წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილი გახდა განახორციელოს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების შეფასება
ცენტრმა შეიმუშავა უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცედურები, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე უცხოეთში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია მიმართოს ცენტრს კონსულტაციისთვის. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების შეფასების პროცესი ჩართულები იქნებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები და ასევე იმავე ქვეყნის წარმომადგენლები, სადაც განხორციელებული იქნება შეფასება.
საერთაშორისო შეფასებების განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ექსპერტების, ცენტრის წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებას, ასევე უზრუნველყოფს საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაუმჯობესებას და ეროვნულ დონეზე არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისადმი ნდობის ამაღლებას.