FAQ

ცხადდება კონკურსი!

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
26 დეკემბერი 2022

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით.
 

ბრძანება

 

განაცხადები მიიღება 2022 წლის 26 დეკემბრიდან 2023 წლის 16 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@eqe.ge 

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ:
 

კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად
 

  •  იურიდიული პირის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №1;
  • კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №2.
  • განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
  •  ავტობიოგრაფია (CV);
  •  ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  •  შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);
  •  კანდიდატის წერილობითი თანხმობა საბჭოს წევრობის შესახებ (თუ განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი).

     

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება 

 

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2 200 220 (*3599)