FAQ

ცხადდება კონკურსი!

26 დეკემბერი 2022

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით


ბრძანება

 


განაცხადები მიიღება 2022 წლის 26 დეკემბრიდან 2023 წლის 16 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@eqe.ge
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ:


კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად
 

    იურიდიული პირის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №1;
    კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №2.

    განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
    ავტობიოგრაფია (CV);
    ცნობა სამუშაო ადგილიდან;
    ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
    უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);
    კანდიდატის წერილობითი თანხმობა შესაბამისი საბჭოს წევრობის შესახებ (თუ განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი).

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება 


შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2 200 220 (*3599)