განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 13 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით.
2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 23 იანვრიდან 5 თებერვლის 18:30 სთ-მდე.
3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2015 წლის 9 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 12 იანვრის N10 ბრძანება მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ