FAQ

სამუშაო შეხვედრა მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებულ დარგობრივ მახასიათებელთან დაკავშირებით

23 იანვარი 2023

მიმდინარე წლის 20 იანვარს ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის  დარგის ექსპერტთა და შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი უსდ-ების წარმომადგენელთათვის გაცნობის მიზნით,  გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

 

შეხვედრის ფარგლებში, მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში შეტანილი  ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარემ, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა - გაიანე სიმონიამ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია დარგობრივ მახასიათებელში შეტანილი ცვლილებების საგანმანათლებლო პროგრამებში ასახვასა და დარგობრვივი მახასიათებლით გათვალისწინებული რეკომენდაციების იმპლემენტაციის გზებთან დაკავშირებით.
 

სამუშაო შეხვედრა მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებულ დარგობრივ მახასიათებელთან დაკავშირებით