მიმდინარე წლის 20 იანვარს ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის დარგის ექსპერტთა და შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი უსდ-ების წარმომადგენელთათვის გაცნობის მიზნით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის ფარგლებში, მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში შეტანილი ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარემ, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა - გაიანე სიმონიამ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია დარგობრივ მახასიათებელში შეტანილი ცვლილებების საგანმანათლებლო პროგრამებში ასახვასა და დარგობრვივი მახასიათებლით გათვალისწინებული რეკომენდაციების იმპლემენტაციის გზებთან დაკავშირებით.