FAQ

ცხადდება კონკურსი

27 იანვარი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტების მოძიების მიზნით

განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადა: 2023 წლის 28 თებერვალი
პოზიცია: უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტი
ენა: ინგლისური
 
კლასტერული აკრედიტაციის ვადების გათვალისწინებით, აკრედიტაციის პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი სწავლის შემდეგ სფეროებში: ხელოვნება - აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება, მოდის, ინტერიერის და ინდუსტრიული/სამრეწველო დიზაინი, სახვითი ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება/(ხელნაკეთობა), მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება;
პერსონალური მომსახურებები - სპორტი, მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება, ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი;
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები - სამხედრო საქმე და თავდაცვა, ადამიანებისა და საკუთრების დაცვა.
 
საერთაშორისო ექსპერტებისთვის დადგენილი მოთხოვნები:
 
    განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებთან თანამშრომლობის გამოცდილება ინსტიტუციური/პროგრამული შეფასების განხრით;

    ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე;

    აკადემიური წერის უნარები;

    ეფექტური და გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები;

    ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და არგუმენტირებული დასკვნის მომზადების უნარები.
 
მოვალეობები:
ექსპერტი ვალდებულია შეადგინოს გარე შეფასების დასკვნა. დასკვნაში უნდა გააანალიზდეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები (კლასტერი) შემდეგი ასპექტებით:
 
· საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები, ასევე პროგრამის შინაარსის შესაბამისობა გაცხადებულ მიზნებთან და შედეგებთან;
 
· სწავლების მეთოდები და პროგრამის სტრუქტურა, ასევე სტუდენტთა შეფასების მეთოდების ადეკვატურობა;
 
· აკადემიური ფუნქციების შესრულება და ინდივიდუალური მუშაობა სტუდენტებთან;
 
· მატერიალური და ადამიანური რესურსები (ინფრასტრუქტურა, სასწავლო გარემო და ა.შ.);
 
· სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმები.
 
ფინანსური მხარე
· შესასრულებელი სამუშაოსთვის ექსპერტი მიიღებს ანაზღაურებას, რაც დამოკიდებული იქნება შესაფასებელი პროგრამების რაოდენობასა და შეფასების ფორმატზე. აგრეთვე, ექსპერტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა რელევანტური დოკუმენტის ინგლისური თარგმანით.
 
განაცხადი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი რეზიუმე (CV), კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: info@eqe.ge - გთხოვთ, cc-ში ჩასვათ t.bakakuri@eqe.ge, ხოლო შეტყობინების თემაში მიუთითოთ „საერთაშორისო ექსპერტი - [სწავლის სფერო]“.

გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ ნახოთ  უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ვებგვერდზე: [https://www.enqa.eu/news/nceqe-call-for-international-experts-deadline-28-february-2023/], ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ვებგვერდზე: [https://www.eua.eu/news/996:nceqe-is-looking-for-international-experts.html].