ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 1 თებერვალს გაიმართა საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ.