2014 წლის 25 დეკემბრიდან შპს რუსთავის უმაღლესი განათლების აკადემიას ამოეწურა ავტორიზაციის ვადა და შეუწყდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. შესაბამისად, ყველა სტუდენტს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და ისინი უფლებამოსილნი არიან 5 წლის განმავლობაში ისარგებლონ მობილობის უფლებით.
2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის მობილობის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით და განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე.
ინფორმაცია მობილობის წესისა და პროცედურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებგვერდის ბმულზე.