FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 3 თებერვალი 2023

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა
2023 წლის 10 თებერვალი, 14:00 საათი

დღის წესრიგი

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ,,ქართული ფილოლოგიის" საბაკალავრო, ,,ქართველური ენათმეცნიერების", "ქართული ლიტერატურის", "ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების", "ლიტერატურათმცოდნეობის, ტექსტოლოგიის და სარედაქციო-საგამომცემლო საქმის", "შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის" სამაგისტრო და "ფილოლოგიის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

2. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ქართული ფილოლოგიის" საბაკალავრო და სადოქტორო, "ქართველური ენათმეცნიერების" სამაგისტრო და "ქართული ლიტერატურის ისტორიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

3. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ინგლისური ფილოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

4. შპს  ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის "საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

5. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საერთაშორისო ურთიერთობების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

6. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

7. ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის “საჯარო მმართველობის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

8. შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.


საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.

 

Join zoom meeting: https://us02web.zoom.us/j/89763933588?pwd=dTdlSGd5WmxtTVg3R00vQnRraEVNZz09
Meeting ID: 897 6393 3588
Passcode: 089590