უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა
2023 წლის 13 თებერვალი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ინგლისური ფილოლოგიის", "გერმანული ფილოლოგიის", "რომანული ფილოლოგიის (ფრანგული, იტალიური, ესპანური ენები და ლიტერატურა)", "სლავური ფილოლოგიის", "თურქოლოგიის" საბაკალავრო, "თურქოლოგიის", "ევროპული ფილოლოგიის (მოდულები: ინგლისური ფილოლოგია/ გერმანული ფილოლოგია/ფრანგული ფილოლოგია)", "თარგმანმცოდნეობის და კულტურათშორისი კომუნიკაციის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ქართული ფილოლოგიის" და "აფხაზური ფილოლოოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის განხილვა;
4. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ინგლისური ენისა და ლიტერატურის" "გერმანული ენისა და ლიტერატურის", "ფრანგული ენისა და ლიტერატურის", "რუსული ენისა და ლიტერატურის" საბაკალავრო და "ინგლისური ენისა და ლიტერატურის", "გერმანული ენისა და ლიტერატურის", "ფრანგული ენისა და ლიტერატურის" და "რუსული ენისა და ლიტერატურის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
5. სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის „ისტორიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.
Join Zoom Meeting: https://us02web.zoom.us/j/87219867550?pwd=eURPN24weVJWOGpZRGlmd2h4UTV4UT09
Meeting ID: 872 1986 7550
Passcode: 889615