FAQ

გაიმართა საზღვაოსნო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა

8 თებერვალი 2023

ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს გაიმართა საზღვაოსნო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებული პროექტის საჯარო განხილვა, რომელიც შემუშავდა  საზღვაოსნო მეცნიერების  უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ.  საჯარო განხილვის სხდომაზე საბჭომ იმსჯელა  დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით.