„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელთაც სურთ ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრაციის ბაზა გახსნილია და დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე https://preschoolregistration.emis.ge
რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების კანონისმიერ საფუძველს.
დამატებით გაცნობებთ, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდება ხვალ, 15 თებერვალს 11:00 საათზე ელექტრონულად პლატფორმა Teams გამოყენებით.
ტრენინგზე დასასწრები ბმული:
https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ameeting_YzM1ZGZkYzMtM2E3MC00NWNmLWJhOWEtNjVmNTRlMjI4YjY2%40thread.v2/0?context=%7b%22Tid%22%3a%2261d2e93c-423d-43b4-8f23-1580c2341952%22%2c%22Oid%22%3a%22476322f2-2e4b-4726-8a26-c415757ea7e0%22%7d