მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა ლიტერატურათმცოდნეობისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა/ლიტერატურის შედარებითი კვლევების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა. საბჭომ იმსჯელა ლიტერატურათმცოდნეობისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა/ლიტერატურის შედარებითი კვლევების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებების შესახებ.