2023 წლის 21 თებერვალს საქართველოს მთავრობის N76 დადგენილებით დაამტკიცა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი.“
დოკუმენტი ადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის სტანდარტებს, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობებსა და პროცედურას, ასევე განსაზღვრავს მოთხოვნებს დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობასთან დაკავშირებით.
კანონმდებლობის შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გარდამავალ პერიოდში (2030 წლამდე), ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციას სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი განახორციელებს.
ავტორიზაციის დროებითი წესი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5727272?publication=0