გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 ივნისის №739910 ბრძანებაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, აკრედიტაციის გავლის ეტაპები 2023 წლის 1 მაისამდე გაუხანგრძლივდათ შემდეგი დეტალურ სფეროებში კლასიფიცირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს:
ა) 0222 - ისტორია და არქეოლოგია;
ბ) 0231 - ენის დაუფლება;
გ) 0239 ენები - არაკლასიფიცირებული;
დ) 0232 - ლიტერატურა და ლინგვისტიკა;
ე) 0288 ინტერდისციპლინური – მოიცავს ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს.