მიმდინარე წლის 24 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა სპეციალური მასწავლებლების მომზადების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების მიზნით, სამაგისტრო პროგრამების სპეციფიკის, შინაარსისა და და პროგრამაზე დაშვების წინაპირობებთან დაკავშირებით.