მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გაიმართა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტისა და უმაღლესი სამუსიკო განათლების განვითარებისთვის შესაბამის ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების ინიცირებასთან დაკავშირებით.