მიმდინარე წლის 6 მარტს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა ლიტერატურათმცოდნეობისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა/ლიტერატურის შედარებითი კვლევების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა ლიტერატურათმცოდნეობისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა/ლიტერატურის შედარებითი კვლევების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.