10 დეკემბერი 2014
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული სემინარების ციკლის მეორე სტუმარი იყო განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, რომელმაც ჩაატარა სემინარი თემაზე „სოციალური თეორიები განათლების შესახებ“.
სემინარი ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები საინტერესო იქნება როგორც განათლების სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისთვის, ასევე, დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.
ლექცია-სემინარს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, სტუდენტები და განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები.
სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ
ბმულზე.