მიმდინარე წლის 10 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს I სხდომა გაიმართა. საბჭომ იმსჯელა სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ.