FAQ

სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების  უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს I სხდომა გაიმართა

13 მარტი 2023

მიმდინარე წლის 10 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების  უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს I სხდომა გაიმართა. საბჭომ იმსჯელა სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურების  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ.