ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15 მარტს გაიმართა საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების განახლებული პროექტების საჯარო განხილვა, რომელიც შემუშავდა საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ. საჯარო განხილვის სხდომაზე საბჭომ იმსჯელა დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით.